ტუხელის პასუხი ჩელსის გულშემატკივრის კითხვაზე: "ტომას, გავუფორმებთ რონალდუს კონტრაქტს?"
"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს შესაძლო ტრანსფერზე დასმულ კითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემას თავი აარიდა.
მოგეხსენებათ, ამჟამად "არისტოკრატები" წინასასეზონო შეკრებაზე ლოს ანჯელესში იმყოფებიან.
გერმანელი სპეციალისტი გულშემატკივრებთან მივიდა და ავტოგრაფების დარიგების დროს, ერთ-ერთმა ფანმა მას ჰკითხა: "ტომას, გავუფორმებთ კრიშტიანუ რონალდუს კონტრაქტს?".
ტუხელმა გაიღიმა და თქვა: "არ გეტყვით".
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ჩელსის" დამრიგებელი 37 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის შეძენის წინააღმდეგია, რადგან "მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-მწვრთნელის, ოლე გუნარ სოლსკიაერის ბედის გამეორება არ უნდა, რომელსაც შარშან ჯეიდონ სანჩოს, მეისონ გრინვუდის და მარკუს რაშფორდის გამოყენება სურდა, თუმცა რონალდუს ტრანსფერის გამო გეგმების შეცვლა მოუწია, რაც საბოლოოდ წარუმატებელ სეზონში და ნორვეგიელის გაშვებაში გადაიზარდა.