დანი ალვეში: "ბარსელონა არ ზრუნავს იმ ადამიანებზე, რომლებმაც მისი ისტორია შექმნეს"
"ბარსელონას" ყოფილმა მარჯვენა მცველმა, დანი ალვეშმა კატალონიურ გრანდთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ განცხადება გააკეთა.
"წასვლის გამო არ ვწუხვარ. მიხარია, "ბარსელონაში" დაბრუნების საშუალება რომ მომეცა, ამაზე ხუთი წელიწადი ვოცნებობდი. მხოლოდ ჩემი წასვლის ორგანიზება არ მომეწონა".
"კონტრაქტის გაფორმებისას ცხადვყავი, რომ 12 წლის ბიჭი აღარ ვარ და ყველა საქმის ღიად, ყოველგვარი დამალვის გარეშე მინდა. მაგრამ ამ კლუბმა ბოლო წლებში შესცოდა. "ბარსელონა" არ ზრუნავს იმ ადამიანებზე, რომლებმაც მისი ისტორია შექმნეს".
"როგორც "ბარსას" გულშემატკივარი, კლუბისგან საქმეების სხვანაირად გაკეთებას ვისურვებდი. საკუთარ თავზე არ ვსაუბრობ - ეს სხვა შემთხვევა იყო. უსაზღვროდ მადლობელი ვარ ხავისა და პრეზიდენტის დაბრუნების შესაძლებლობისთვის", - განუცხადა ალვეშმა The Guardian-ს.
მოგეხსენებათ, 39 წლის ბრაზილიელი უკანახაზელი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში გასულ ზამთარს დაბრუნდა. დანიმ "ბლაუგრანას" მაისურით 15 მატჩის ჩატარება მოასწრო, ერთი გოლი გაიტანა და 3 ასისტი მიითვალა.