"რაც შეიძლება ბევრი ტიტულის მოგება მინდა", - დი მარიას პირველი განცხადება იუვენტუსში გადასვლის შემდეგ
"იუვენტუსის" ახალწვეულმა, ანხელ დი მარიამ ტურინულ გრანდში გადასვლის შემდეგ თავისი მიზნების შესახებ ისაუბრა.
"იტალიაში მოდის დი მარია, რომელსაც ნებისმიერ ფასად გამარჯვება სურს და წაგება არ უყვარს".
"მას შემდეგ, რაც "იუვენტუსი" დამიკავშირდა, ძალიან კარგად მეპყრობიან. ახლა მხოლოდ მომავალ სეზონზე ვფიქრობ".
"იუვენტუსისთვის" ყველაფრის გაკეთებას ვეცდები, რაც შემიძლია. აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა, რომ კლუბს რაც შეიძლება ბევრი ტიტულის მოგებაში დავეხმარო", - ციტირებს 34 წლის არგენტინელის სიტყვებს ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო.
მოგეხსენებათ, დი მარია "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, ამ ზაფხულს მას "პსჟ"-სთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა და გუნდი უფასოდ დატოვა.