ავტორიზაცია

გაგრა მთავარმა ლიდერმა დატოვა - ბექა ქურდაძის ახალი კლუბი ცნობილია!

გაგრა მთავარმა ლიდერმა დატოვა - ბექა ქურდაძის ახალი კლუბი ცნობილია!
თარიღი 12 ივლ 2022, 19:54

GOAL.GE-ს ინფორმაციით, "გაგრა" მთავარმა ლიდერმა - მეკარე ბექა ქურდაძემ დატოვა.

ჩვენივე ცნობით, ის კარიერას "საბურთალოში" გააგრძელებს და გუნდთან ერთად ვარჯიშს მომდევნო კვირიდან დაიწყებს.

მიმდინარე სეზონში ქურდაძე ბრწყინვალე ფორმაშია და "გაგრაში" გამორჩეულ მატჩებს ატარებს.

შეგახსენებთ, რომ "საბურთალომ" გუნდიდან მეკარე ოთო გოშაძე გაუშვა. ქურდაძე კი ყოფილ გუნდს დაუბრუნდა, მოგეხსენებათ ის სწორედ "საბურთალოს" აღზრდილია.

სავარაუდოდ, ბექა ქურდაძის ტრანსფერს "საბურთალო" რამდენიმე დღეში გააოფიციალურებს.

ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი