ავტორიზაცია

[EXCLUSIVE] ზარი ვაისისგან - სლოვანს დინამო ბათუმის ლიდერის დამატება სურს!

[EXCLUSIVE] ზარი ვაისისგან - სლოვანს დინამო ბათუმის ლიდერის დამატება სურს!
თარიღი 12 ივლ 2022, 19:39

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს "დინამო ბათუმი" და "სლოვან ბრატისლავა" დაუპირისპირდებიან.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, ამ გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩის შემდეგ, ვლადიმირ ვაისი ბათუმელთა ფეხბურთელით დაინტერესდა და მისი დამატება სურს.

საუბარია ლაზარე კუპატაძეზე, რომელმაც "სლოვანთან" ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და გუნდის არ წაგებაში დიდი წვლილი შეიტანა.

საქართველოს ნაკრების მეკარის "სლოვანში" შესაძლო გადასვლაზე გადაწყვეტილება ხვალინდელი თამაშის შემდეგ იქნება მიღებული.

ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი