ავტორიზაცია

"ასეთ დახვედრაზე მხოლოდ თუ იოცნებებ", - პოგბამ განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა იუვენტუსში დაბრუნება

"ასეთ დახვედრაზე მხოლოდ თუ იოცნებებ", - პოგბამ განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა იუვენტუსში დაბრუნება
თარიღი 13 ივლ 2022, 18:40

"იუვენტუსის" ახალწვეულმა, პოლ პოგბამ, რომელიც ტურინულ გრანდში ამ ზაფხულს გადავიდა, "ბებერი ქალბატონის" რიგებში დაბრუნებაზე განცხადება გააკეთა.

"დაბრუნებით გახარებული ვარ. სახლში ვარ. ასეთ დახვედრაზე მხოლოდ თუ იოცნებებ, ამიტომაც დაბრუნება უნდა მიხაროდეს".

"ბედისწერის მჯერა და მიღებული გადაწყვეტილებებით კმაყოფილი ვარ. მოვლენები ყოველთვის არ ვითარდება ისე, როგორც გსურს, მაგრამ მანჩესტერში გატარებული წლები ჩემში კმაყოფილებას იწვევს. გავიზარდე, ბევრი რამ ვისწავლე, კაცად ვიქეცი. ახლა მხოლოდ აწმყოზე ვფიქრობ".

"გულმა მიკარნახა, რომ ჩემი დანიშნულების პუნქტი "იუვენტუსი" გახლავთ. ეს ვიგრძენი და დაბრუნება გადავწყვიტე".

"ყოველთვის ვადევნებდი "იუვეს" თვალყურს, ინგლისში თამაშის დროსაც კი. იტალიაში კვლავ ნომერ პირველი კლუბია".

"დანარჩენმა გუნდებმა მოუმატეს, დონე გაიზარდა სკუდეტოს მოგება ძალიან რთულია. აქ იმისათვის ვარ, რათა პირველები ვიყოთ და კვლავ გავიმარჯვოთ".

"ჩემპიონატის მოგება, ტიტულების დასაკუთრება მინდა. ჩემი პირველი მიზანი თასის ხელში დაჭერაა", - ციტირებს 29 წლის ფრანგი სუპერვარსკვლავის სიტყვებს "ბიანკონერის" პრესსამსახური.