ავტორიზაცია

დე იონგის მანჩესტერ იუნაიტედში ტრანსფერი ჩაშლის პირასაა — ფაბრიციო რომანო

დე იონგის მანჩესტერ იუნაიტედში ტრანსფერი ჩაშლის პირასაა — ფაბრიციო რომანო
თარიღი 13 Jul 2022, 22:47

"ბარსელონას" ცენტრალური ნახევარმცველის, ფრენკი დე იონგის "ბარსელონაში" ტრანსფერი ჩაშლის პირასაა, წერს გავლენიანი ინსაიდერი, ფაბრიციო რომანო.

25 წლის ჰოლანდიელის აგენტებმა კატალონიური გრანდის ხელმძღვანელებს აცნობეს, რომ ფეხბურთელი წასვლას არ აპირებს.

ამასთანავე, როგორც აღინიშნება, არც ფრენკი და არც მისი წარმომადგენლები არ გეგმავენ ხელფასის შემცირების შესაძლებლობის განხილვას.

სწორედ ამ მიზეზით, დე იონგის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები შეჩერებულია.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ბლაუგრანა" "მანჩესტერ იუნაიტედის" 85 მილიონ ევროიან წინადადებას დათანხმდა, საიდანაც 20 მილიონი ბონუსების სახით არის გათვალისწინებული.

გასულ სეზონში დე იონგმა, რომელიც "ბარსელონაში" 2019 წლის ზაფხულში "აიაქსიდან" 86 მილიონად გადაბარგდა, ყველა ტურნირზე ერთად 45 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი პასიც მიითვალა.