დიბალას ამჟამად მაგიდაზე მხოლოდ ერთი კლუბის ოფიციალური წინადადება უდევს

"რომას" მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "იუვენტუსის" აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელის, პაულო დიბალას ხელში ჩაგდება სურს.
როგორც TyC Sports-ის ჟურნალისტი, სეზარ ლუის მერლო წერს, რომაელები არგენტინელისთვის ბრძოლაში დაბრუნდნენ და მას 4 წელზე გათვლილი კონტრაქტი შესთავაზეს, სეზონში 6 მილიონ ევროიანი ხელფასით.
ამჟამად 28 წლის სუპერვარსკვლავისთვის ეს ერთადერთი ოფიციალური წინადადებაა.
გავრცელებული ინფორმაციით, დიბალას "ინტერთან" უკვე ერთ თვეზე მეტია მოლაპარაკებები არ გაუმართავს - არადა, სწორედ "ნერაძური" განიხილებოდა მისი გადაბირების მთავარ პრეტენდენტად.
მოგეხსენებათ, პაულო "იუვენტუსს" ახალ კონტრაქტზე ვერ შეუთანხმდა და თავისუფალი აგენტი გახდა.