ავტორიზაცია

კვლავ ქართველების წინააღმდეგ – ვის შეხვდება დინამო ბათუმი კონფერენს ლიგაზე?

კვლავ ქართველების წინააღმდეგ – ვის შეხვდება დინამო ბათუმი კონფერენს ლიგაზე?
თარიღი 14 ივლ 2022, 00:31

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/8 ფინალში ბათუმის "დინამო" ბრატისლავას "სლოვანთან", სადაც გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე ირიცხებიან, ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

ასე და ამგვარად, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ასპარეზობას კონფერენს ლიგის შესარჩევში გააგრძელებს, სადაც პოზნანის "ლეხს" დაუპირისპირდება.

აღსანიშნავია, რომ პოლონური კლუბის ღირსებას, რომელიც ქვეყნის მოქმედი ჩემპიონია, ორი ქართველი ფეხბურთელი იცავს - ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი. 

თავის მხრივ, "ლეხმა" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანულ "ყარაბაღთან" წააგო - 1:0, 1:5.

ცნობისთვის, ბათუმის "დინამოსა" და პოზნანელების პირველი შეხვედრა 21 ივლისს გაიმართება, ხოლო საპასუხო - 28 ივლისს.