ავტორიზაცია

ოფიციალურად: იუვენტუსმა მორიგი ტრანსფერი განახორციელა

ოფიციალურად: იუვენტუსმა მორიგი ტრანსფერი განახორციელა
თარიღი 15 ივლ 2022, 11:31

"იუვენტუსმა" ოფიციალური საიტის მეშვეობით "ჯენოას" მარცხენა მცველის, ანდრეა კამბიაზოს შეძენა დაადასტურა.

22 წლის ფეხბურთელმა ტურინულ გრანდთან 2027 წლამდე გათვლილ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

"ბებერ ქალბატონს" აღნიშნული ტრანსფერი 8,5 მილიონი ევრო დაუჯდება და ამ თანხას ორი წლის განმავლობაში ნაწილ-ნაწილ გადაიხდის.

გარდა ამისა, კლუბებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში დამატებით 3 მილიონი ბონუსების სახით არის გათვალისწინებული.

კამბიაზოს, რომელსაც იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებში 5 მატჩი აქვს ჩატარებული, დაცვის ხაზის ორივე ფლანგზე და ნახევარდაცვაშიც შეუძლია თამაში.

გასულ სეზონში ახალგაზრდა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ერთად "ჯენოას" ღირსება 27 მატჩში დაიცვა, 1 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი პასი გააკეთა.

"ასეთ დახვედრაზე მხოლოდ თუ იოცნებებ", - პოგბამ განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა იუვენტუსში დაბრუნება