ESPN: კუნდესთვის ბრძოლაში ბარსელონას სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა
"სევილიას" ცენტრალურ მცველ ჟიულ კუნდესთვის ბრძოლაში "ბარსელონას" კონკურენცია შესაძლოა "მანჩესტერ სიტიმ" გაუწიოს.
როგორც გავლენიანი გამოცემა ESPN-ი იტყობინება, "ქალაქელები" 23 წლის ფრანგისთვის ბრძოლაში იმ შემთხვევაში ჩაერთვებიან, თუ ნათან აკე სხვა გუნდში გადავა.
გარდა ამისა, წყაროების ცნობით, აკეს წასვლის შემთხვევაში, "სიტი" "ვილიარეალის" უკანახაზელის, პაუ ტორესის გადაბირების ვარიანტსაც განიხილავს.
მანჩესტერელებს ხელს "ბარსელონას" არასტაბილური ფინანსური მდგომარეობა უწყობთ. თუმცა, აღინიშნება, რომ ინგლისური ტოპ კლუბი კუნდეს ან ტორესის გადაბირებას მხოლოდ აკეს წასვლის შემდეგ ეცდება.
ჰოლანდიელით "ჩელსია" დაინტერესებული და იგი ერთადერთი მცველი არ არის, ვისი ხელში ჩაგდებაც ლონდონელებს უნდათ. "არისტოკრატებმა" "ნაპოლიდან" კალიდუ კულიბალის ტრანსფერი უკვე დახურეს. გარდა ამისა, კლუბი ყურადღებას პრესნელ კიმპემბესა ("პსჟ") და მატეის დე ლიგტისადმიც ("იუვენტუსი") იჩენს ინტერესს.