ავტორიზაცია

პსჟ-მ ჩელსის კიმპემბეს ფასი შეუთვალა, ფეხბურთელს პარიზის დატოვება არ უნდა

პსჟ-მ ჩელსის კიმპემბეს ფასი შეუთვალა, ფეხბურთელს პარიზის დატოვება არ უნდა
თარიღი 15 ივლ 2022, 13:06

"პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელობამ "ჩელსის" ცენტრალური მცველის, პრესნელ კიმპემბეს ფასი შეუთვალა.

მოგეხსენებათ, "არისტოკრატებმა" 26 წლის ფრანგის ტრანსფერზე მოლაპარაკებები ცოტა ხნის წინ დაიწყეს.

ასე და ამგვარად, როგორც სანდო წყაროები იუწყებიან, პარიზელებმა "ჩელსის" აცნობეს, რომ კიმპემბეს სანაცვლოდ 50 მილიონი ევროს მიღება სურთ, დამატებით 10 მილიონს კი ბონუსების სახით ითხოვენ.

მიუხედავად ამისა, ლონდონელებს ზემოთნახსენები თანხა ეზედმეტებათ - ისინი 20 მილიონით ნაკლებს ჩამოდიან.

ამასთანავე, აღინიშნება, რომ თავად კიმპემბეს პრიორიტეტი კარიერის "პარი სენ ჟერმენში" გაგრძელებაა.