კულიბალის ტრანსფერის დახურვის შემდეგ, ჩელსი პსჟ-ს მცველზე გადაერთო - თავად ფეხბურთელს პარიზში სურს დარჩენა

„ჩელსიმ“, „ნაპოლის“ ფეხბურთელის, კალიდუ კულიბალის ტრანსფერის დახურვის შემდეგ, კიდევ ერთი ცენტრალური მცველის შეძენაზე დაიწყო მუშაობა.
ამ ზაფხულს გუნდმა ანდრეას კრისტენსენი და ანტონიო რუდიგერი ერთდროულად დაკარგა, ამიტომ ლონდონელებს ცენტრალური მცველები ესაჭიროებათ.
The Independent-ის ინფორმაციით, „ლურჯებმა“ „პსჟ-სთან“ პრესნელ კიმპემბეს ტრანსფერზე დაიწყეს მოლაპარაკებები, რომელიც პარიზელებმა ტრანსფერზე დააყენეს.
„პსჟ“ თავის აღზრდილ მცველს 50+10 მილიონ ევროდ აფასებს, „ჩელსი“ კი მზადაა 20 მილიონით ნაკლები გადაიხადოს.
პრობლემას ამ შემთხვევაში ის ქმნის, რომ თავად კიმპემბეს მშობლიური კლუბის დატოვება არ სურს და პრიორიტეტს სწორედ „პსჟ-ში“ დარჩენას ანიჭებს.