ავტორიზაცია

იუვენტუსი დე ლიგტის შემცვლელის ძიებაშია და ორი კანდიდატი უკვე ჰყავს

იუვენტუსი დე ლიგტის შემცვლელის ძიებაშია და ორი კანდიდატი უკვე ჰყავს
თარიღი: 15 ივლ 2022, 16:07

"ვილიარეალის" ცენტრალური მცველი, პაუ ტორესი მზად არის კარიერა იტალიის ჩემპიონატში გააგრძელოს.

როგორც გავლენიანი გამოცემები იუწყებიან, ესპანელმა თავის აგენტებს "იუვენტუსთან" მოლაპარაკებების დაწყების ნებართვა მისცა.

ტურინელები მატეის დე ლიგტის შემცვლელის ძიებაში არიან, რომელიც, დიდი ალბათობით, "ბაიერნში" გადავა.

გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, "ბებერმა ქალბატონმა" "არსენალის" უკანახაზელის, გაბრიელ მაგალაესის ტრანსფერის თაობაზე შეთავაზება გააკეთა.

ცნობისთვის, 25 წლის პაუ ტორესს "ვილიარეალთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლის 30 ივნისს ეწურება, ხოლო "მეთოფეების" 24 წლის ბრაზილიელი მცველის ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.