ორწლიანი კონტრაქტი შეთანხმებულია — სესკ ფაბრეგასი ახალ გუნდში გადადის
"მონაკოს" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი, ფრანსესკ ფაბრეგასი კარიერას იტალიის მეორე დივიზიონში გააგრძელებს.
როგორც ცნობილი ინსაიდერი, ჯანლუკა დი მარციო წერს, 35 წლის ესპანელი "კომოსთან" ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
გამოცდილ ფეხბურთელს რამდენიმე შეთავაზება გქონდა და დენის უაიზმა, სერია ბ-ს ბინადარი კლუბის სპორტულმა დირექტორმა და "ჩელსის" ყოფილმა კაპიტანმა, ფაბრეგასი სწორედ ამ ვარიანტის არჩევაში დაარწმუნა.
აღინიშნება, რომ თავად სესკსაც იტალიაში უნდოდა თამაში. მის გადაწყვეტილებაზე სამომავლოდ მწვრთნელობის სურვილმაც იქონია გავლენა.
მოგეხსენებათ, ფაბრეგასმა ამ ზაფხულს "მონაკო" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, სადაც 2019 წლის ზამთრიდან ირიცხებოდა.