პიანიჩმა ხავიზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა — დარჩება თუ არა ბოსნიელი ბარსელონაში?
"ბარსელონას" ნახევარმცველმა, მირალემ პიანიჩმა მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე შესაძლოა კატალონიური გრანდი არ დატოვოს.
32 წლის ბოსნიელმა ვარჯიშზე "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარ მწვრთნელ ხავიზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა და გუნდს აშშ-ს ტურნეში გაჰყვება.
გამოცდილმა ფეხბურთელმა "ოლოტთან" (1:1) გამართულ საკონტროლო მატჩში ითამაშა, მოედანზე იგი მეორე ტაიმში მოგვევლინა და სერხიო ბუსკეტსის პოზიციაზე იასპარეზა.
პიანიჩის "ბარსელონაში" დარჩენის შანსები არსებობს, მაგრამ სარფიანი წინადადების მიღების შემთხვევაში, შეიძლება მაინც გაყიდონ.
მოგეხსენებათ, გასული სეზონი მირალემმა იჯარით თურქულ "ბეშიქთაშში" გაატარა. "ბლაუგრანასთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა მას 2024 წლის ივნისამდე აკავშირებს.