დაბრუნდება თუ არა ინტერში იჯარით წასული ლუკაკუ ჩელსიში? — ტუხელის კომენტარი
"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა გუნდის თავდამსხმელის, რომელუ ლუკაკუს "ინტერში" გადასვლაზე კომენტარი გააკეთა.
მოგეხსენებათ, 29 წლის ბელგიელი ფეხბურთელი "ნერაძურის" ერთწლიანი იჯარით შეუერთდა.
"იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ გავანათხოვრეთ, რა თქმა უნდა, შეიძლება დაბრუნდეს. არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია ეს, მაგრამ ჩემი განსახილველი არ არის. შანსი ნამდვილად არსებობს".
"მფლობელებთან ერთად გადავწყვიტე მისი გაშვება. წასვლა უნდოდა, ამის შესაძლებლობა გამოჩნდა და გავუშვით".
"ახლა რაჰიმ სტერლინგი ვიყიდეთ, ვისი წყალობითაც მოქნილობა, სიჩქარე, შეტევაში უამრავი ვარიანტი გვექნება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მეტს აღარავის დავიმატებთ", - განუცხადა ტუხელმა Sky Sports-ს.