ორი უარის მიღების შემდეგ, მილანი არ ნებდება და ახალი, გაუმჯობესებული შეთავაზება გაამზადა

"მილანი" "ბრიუგესთან" შემტევი ნახევარმცველის, შარლ დე კეტელარეს ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აგრძელებს, წერს Calciomercato.
გავრცელებული ინფორმაციით, "როსონერი" მზად არის ბელგიის ეროვნული ნაკრების 21 წლის ფეხბურთელში 30 მილიონი ევრო გადაიხადოს, დამატებით 5 მილიონს კი ბონუსების სახით ჩამოდის.
"ბრიუგემ" აქამდე ორი წინადადება უკვე იუარა. ბოლოს იტალიური გრანდი ნახევარმცველის სანაცვლოდ 27 მილიონს (ბონუსების ჩათვლით) იხდიდა.
აღსანიშნავია, რომ თავად დე კეტელარეს "მილანთან" 5-წლიანი კონტრაქტი უკვე შეთანხმებული აქვს და "ლიდსში" გადასვლაზე უარი თქვა.
გასულ სეზონში ახალგაზრდა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ერთად "ბრიუგეს" ღირსება 49 მატჩში დაიცვა, 18 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი პასი გააკეთა.