დე იონგმა ბარსელონას ფეხბურთელებს გასახდელში თავისი გადაწყვეტილების შესახებ აცნობა

"ბარსელონას" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა გასახდელში თანაგუნდელებს უთხრა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლას არ აპირებს.
"წასვლა არ შემიძლია. როგორ დავტოვო "ბარსა"?", - ციტირებს ჰოლანდიელის სიტყვებს გამოცემა Sport.es-ი.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, კლუბებმა 25 წლის ფეხბურთელის 85 მილიონ ევროიანი ტრანსფერი უკვე შეათანხმეს.
მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დე იონგი "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი სამიზნეა. კატალონიელთა ხელმძღვანელობაც დაინტერესებულია ფრენკის გაყიდვით.
თუმცა, თავად ფეხბურთელს "ეშმაკუნების" რიგებში გადაბარგება არ უნდა, მიუხედავად იმისა, რომ მანიკუნიანელებს სათავეში ერიკ ტენ ჰაგი უდგათ, ვისთან ერთადაც იგი "აიაქსში" მუშაობდა.
არსებული ცნობით, დე იონგმა ცოტა ხნის წინ ბარსელონაში სახლი იყიდა და ამ ქალაქში დარჩენა სურს. როგორც იწერება, ჰოლანდიელს კატალონიაში ცხოვრება მოსწონს და გრძნობს, რომ კლუბისთვის ბევრის გაკეთება შეუძლია.