ჰოლანდმა გაამხილა, თუ რა მიწერა სოლსკიაერმა, როცა მანჩესტერ სიტიში გადავიდა
ნორვეგიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა მიწერა თანამემამულე ოლე-გუნარ სოლსკიაერმა.
მოგეხსენებათ, 21 წლის სუპერვარსკვლავი ამ ზაფხულს "დორტმუნდიდან" "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა. სოლსკიაერი კი აქამდე "ქალაქელთა" უმთავრესი მეტოქის, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი გახლდათ, საიდანაც გასული წლის 21 ნოემბერს დაითხოვეს.
"როცა "სიტისთან" კონტრაქტს მოვაწერე ხელი, მომილოცა და მომწერა: "წარმატებებს გისურვებ მანჩესტერის ცუდ მხარეზე ყოფნისას".
"ხანდახან ვსაუბრობთ. როგორც იცით, მან ჩემს კარიერაზე დიდი გავლენა მოახდინა, როცა "მოლდეში" ვთამაშობდი. კარგი ბიჭია", - ციტირებს ჰოლანდის სიტყვებს Manchester Evening News-ი.
ცნობისთვის, "მანჩესტერ სიტიმ" "დორტმუნდს" ერლინგის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაუხადა და თავად ახალგაზრდა სუპერვარსკვლავს 2027 წლის 30 ივნისამდე გათვლილი კონტრაქტი გაუფორმა.