ავტორიზაცია

ცნობილია, თუ როდის გაოფიციალურდება ლევანდოვსკის ტრანსფერი და რა თანხას გადაიხდის ბარსელონა

ცნობილია, თუ როდის გაოფიციალურდება ლევანდოვსკის ტრანსფერი და რა თანხას გადაიხდის ბარსელონა
თარიღი 16 ივლ 2022, 02:55

"ბაიერნის" პოლონელი თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი უახლოეს პერიოდში "ბარსელონასთან" გააფორმებს კონტრაქტს.

როგორც გავლენიანი ინსაიდერი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, კლუბებს შორის გარიგების ყველა დეტალი შეთანხმებულია.

33 წლის სუპერვარსკვლავი "ბლაუგრანასთან" 2025 წლამდე გათვლილ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, ტრანსფერი კი ოფიციალურად ამ უქმეებზევე დადასტურდება. "რეკორდმაისტერი" 50 მილიონ ევროს მიიღებს.

გავრცელებული ინფორმაციით, გასული სეზონის დასრულებიდან მოყოლებული ლევანდოვსკი "ჩელსისთან" და "პსჟ"-სთან მოლაპარაკებების გამართვის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რობერტი კარიერის გასაგრძელებლად მხოლოდ ერთი კლუბის ვარიანტს განიხილავდა, თანაც დაჟინებით - "ბარსელონას".

2021/22 წლების სეზონში ლევანდოვსკიმ ყველა ტურნირზე ერთად 50 მატჩი ჩაატარა, 46 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.