ავტორიზაცია

[EXCLUSIVE] დაბრუნება 3 თვის შემდეგ - გია ცეცაძე ეროვნული ლიგის გუნდს ჩაიბარებს

[EXCLUSIVE] დაბრუნება 3 თვის შემდეგ - გია ცეცაძე ეროვნული ლიგის გუნდს ჩაიბარებს
თარიღი 16 ივლ 2022, 11:09

რამდენიმე დღის წინ, "თელავის" მთავარი მწვრთნელის პოსტი გიორგი ჭელიძემ დატოვა.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, კახური კლუბის ახალი თავკაცი გია ცეცაძე იქნება. მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაშია.

ბოლოს ცეცაძე ქუთაისის "ტორპედოს" ხელმძღვანელობდა, სადაც ცუდი შედეგების გამო გუნდის დატოვება მოუწია.

3 თვის შემდეგ კი სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება. 20 ტურის შემდეგ, "თელავს" 25 ქულა აქვს და მე-6 ადგილს იკავებს.