ლუკაკუ: "ინგლისში მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია ინტერი, წასვლა შეცდომა იყო"

"ინტერში" დაბრუნებულმა თავდამსხმელმა, რომელუ ლუკაკუმ 2021 წლის ზაფხულში "ჩელსიში" გადასვლას შეცდომა უწოდა.
"ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი გამოწვევა ახლა, ამ სეზონში იქნება. წასვლა შეცდომა იყო", - ციტირებს ბელგიელის სიტყვებს Goal.com-ი.
"ინტერის" მაისურის მორგებით ბედნიერი ვარ. გუნდმა იცის, რა უნდა გავაკეთოთ, ეს დიდი გამოწვევა იქნება".
"გასულ სეზონში, როცა ინგლისში ვიყავი, მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია "ინტერი". კლუბის სტატუსი საერთაშორისო მასშტაბით უმჯობესდება", - დასძინა ლუკაკუმ.
მოგეხსენებათ, გასულ წელს 29 წლის სუპერვარსკვლავი "არისტოკრატებმა" "ნერაძურიდან" 113 მილიონ ევროდ იყიდეს, მიმდინარე ზაფხულს კი რომელუ მილანურ გრანდში იჯარის წესით დაბრუნდა.