ავტორიზაცია

შეთანხმება მიღწეულია — ზინჩენკო კარიერას პრემიერ ლიგის სხვა გრანდში გააგრძელებს

შეთანხმება მიღწეულია — ზინჩენკო კარიერას პრემიერ ლიგის სხვა გრანდში გააგრძელებს
თარიღი 16 ივლ 2022, 13:32

"არსენალმა" და "მანჩესტერ სიტიმ" მარცხენა მცველის, ალექსანდრ ზინჩენკოს ტრანსფერზე კომპრომისს მიაღწიეს.

როგორც გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, კლუბები დაახლოებით 30 მილიონ ფუნტზე შეთანხმდნენ.

ამჟამად "მეთოფეები" 25 წლის უკრაინელთან პირადი კონტრაქტის პირობებს განიხილავენ: ხელფასსა და ხელშეკრულების ვადას.

მოგეხსენებათ, ეროვნულ ნაკრებში ზინჩენკო უფრო ხშირად ნახევარდაცვაში თამაშობს, "სიტიში" კი, როგორც წესი, მარცხენა მცველის პოზიციაზე გვევლინება.

გასულ სეზონში ალექსანდრმა ყველა ტურნირზე ერთად "ქალაქელთა" ღირსება 28 მატჩში დაიცვა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.