ავტორიზაცია

"აუცილებლად უნდა იყიდონ, იქ აყვავდება", - გრანდი, რომელსაც მერსონი რონალდუს შეძენისკენ მოუწოდებს

"აუცილებლად უნდა იყიდონ, იქ აყვავდება", - გრანდი, რომელსაც მერსონი რონალდუს შეძენისკენ მოუწოდებს
თარიღი 16 Jul 2022, 13:42

"არსენალის" ექს-თავდამსხმელმა, პოლ მერსონმა "ჩელსის" ხელმძღვანელობას "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდის, კრიშტიანუ რონალდუს შეძენისკენ მოუწოდა.

"მომავალ სეზონში "ჩელსი" მაქსიმუმ მესამე ადგილს დაიკავებს, თუ მსოფლიო დონის თავდამსხმელს არ იყიდის. ამიტომაც კრიშტიანუ რონალდუზე აზრი უნდა შეიცვალონ, რადგან ბაზარზე არსებული ფეხბურთელებიდან ის ამ როლისთვის იდეალურია".

"ჰავერცი ბოლომდე თავდამსხმელი არ არის და სეზონში 20 გოლის გარანტიას ვერ იძლევა. რონალდუს კი, ცხადია, ეს შეუძლია".

"ბენ ჩილველი და რის ჯეიმსი გყავთ, რომლებიც საჯარიმოში ჩაწოდების თვალსაზრისით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოები არიან. ვინ არის საუკეთესო ფინიშერი მსოფლიოში, თუ საჯარიმოში ბურთს ხარისხიანად ჩააწვდით? რონალდუ!".

"ჩელსიმ" რონალდუ უნდა იყიდოს, 100%-ით. შესაბამის სტილში თამაშობენ. ლუკაკუს გაუჭირდა, რადგან აჩქარებისთვის სივრცე არ ჰქონია. მაგრამ რონალდუ აქ აყვავდება. "მანჩესტერ იუნაიტედში" მოედნის ცენტრიდან უწევდა დაწყება გოლის გასატანად, რადგან ვერ დომინირებენ. მაგრამ ეს უკვე არ არის მისი თამაში".

"ჩელსიში" რონალდუს სამი მეტოქის მოტყუება არ მოუწევს კართან მისაახლოებლად. არავინ თამაშობს თავით ისე, როგორც რონალდუ. არავინ ურტყამს ბურთს ისე, როგორც რონალდუ. დაფიქრდით, რამდენად საინტერესო იქნებოდა ეს "ჩელსის" გულშემატკივრებისთვის".

"რონალდუ ჯერ კიდევ მწყობრშია. "მანჩესტერ სიტიში" რომ ეთამაშა, ვფიქრობ, ერლინგ ჰოლანდზე მეტ გოლს გაიტანდა, რადგან სათამაშო სტილს ერგება", - ციტირებს მერსონის სიტყვებს Daily Star-ი.