ტოტენჰემის მცველი და ვეინალდუმი — მილანს ორი ახალი სამიზნე ჰყავს
"მილანის" ხელმძღვანელობა ორი ახალი ფეხბურთელის შეძენის ვარიანტს განიხილავს, იტყობინება ცნობილი ინსაიდერი, ჯანლუკა დი მარციო.
ასე და ამგვარად, "როსონერის" "ტოტენჰემის" მცველის, ჯაფეტ ტანგანგას იჯარით დამატება უნდა. კლუბი "დეზებს" უკვე დაუკავშირდა და პასუხს ელოდება.
გარდა ამისა, იტალიის მოქმედი ჩემპიონი "პსჟ"-ს ნახევარმცველის, ჟორჟინიო ვეინალდუმის ხელში ჩაგდებითაც ინტერესდება, რომელიც პარიზული კლუბიდან აბარგებას გეგმავს.
ცნობისთვის, 23 წლის ინგლისელს "ტოტენჰემთან" მოქმედი კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, ხოლო 31 წლის ჰოლანდიელს "პარი სენ ჟერმენთან" ხელშეკრულების ვადა 2024 წლის ზაფხულში ეწურება.
გასულ სეზონში ტანგანგამ ყველა ტურნირზე ერთად 19 მატჩი ჩაატარა, ვეინალდუმმა კი 38 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა და 3 ასისტიც მიითვალა.