ლევანდოვსკი: "ეს 8 წელი განსაკუთრებული იყო, დაუვიწყარი. მიუნხენში ბრწყინვალე დრო გავატარე"
"ბაიერნის" თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი "ბარსელონაში" გადასვლის წინ მიუნხენურ გრანდს დაემშვიდობა.
"დავბრუნდები და ყველა თანამშრომელს დავემშვიდობები. მოსამზადებლად მეც არ მქონია ბევრი დრო".
"ეს 8 წელი განსაკუთრებული იყო, დაუვიწყარი. მიუნხენში ბრწყინვალე დრო გავატარე".
"მალე გავფრინდები, მაგრამ წინასასეზონო შეკრების შემდეგ ("ბარსასთან" ერთად) დავბრუნდები, წესიერად დაგემშვიდობებით და რაიმეს მოვაწყობ", - ციტირებს 33 წლის პოლონელის სიტყვებს გერმანული მედია.
მოგეხსენებათ, "ბარსამ" და "ბაიერნმა" ლევანდოვსკის 50 მილიონ ევროიანი ტრანსფერი შეათანხმეს. თავად რობერტი "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" 2025 წლამდე გათვლილ კონტრაქტს მოაწერს ხელს, თანამშრომლობის კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების შესაძლებლობით.
რობერტის კატალონიურ გრანდში გადასვლა უკვე "რეკორდმაისტერის" გენერალურმა დირექტორმა, ოლივერ კანმაც დაადასტურა.