ავტორიზაცია

მენდი: "ჰოლანდს ისე ვუყურებ, როგორც ბენტეკეს, პალასსა და სიტის შორის დიდი განსხვავება არ არის"

მენდი: "ჰოლანდს ისე ვუყურებ, როგორც ბენტეკეს, პალასსა და სიტის შორის დიდი განსხვავება არ არის"
თარიღი 16 ივლ 2022, 17:07

"ჩელსის" გოლკიპერი, ედუარ მენდი არ ღელავს იმის გამო, რომ ერლინგ ჰოლანდი პრემიერ ლიგაში გადავიდა სათამაშოდ.

"ვემზადები, ბევრს ვემზადები. საქმე კონკრეტულ თავდამსხმელს ან გუნდს არ ეხება - თითოეულ თავდამსხმელთან, თითოეულ გუნდთან კონცენტრირებული უნდა იყო, რათა გაიმარჯვო".

"ჰოლანდს ისე ვუყურებ, როგორც, მოდით ვთქვათ, ბენტეკეს "პალასიდან" - "კრისტალ პალასსა" და "მანჩესტერ სიტის" შორის დიდი განსხვავება არ არის. კონცენტრირებული უნდა იყო, რადგან თავდამსხმელია, გატანა შეუძლია".

"ასე რომ ვემზადები. ბევრს ვემზადები", - ციტირებს "არისტოკრატების" კარის დარაჯის სიტყვებს Liverpool Echo.

მოგეხსენებათ, ჰოლანდი ამ ზაფხულს "დორტმუნდიდან" "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა. 21 წლის ნორვეგიელი სუპერვარსკვლავის სანაცვლოდ "ქალაქელებმა" 60 მილიონი ევრო გადაიხადეს.