უკვე ოფიციალურად — ლევანდოვსკი ბარსელონას ფეხბურთელია!
"ბაიერნის" აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს.
გერმანულმა გრანდმა 33 წლის პოლონელი სუპერვარსკვლავის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
როგორც ვარაუდობენ, კატალონიური გრანდი ლევანდოვსკის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს გადაიხდის, საიდანაც 5 მილიონი ბონუსების სახით იქნება გათვალისწინებული.
რობერტი "რეკორდმაისტერის" ღირსებას 8 წლის მანძილზე იცავდა, მიუნხენურ გუნდში იგი 2014 წელს "დორტმუნდიდან" გავიდა.
"ბაიერნთან" ერთად მან ბუნდესლიგა 8-ჯერ, გერმანიის თასი 3-ჯერ, გერმანიის სუპერთასი კი 5-ჯერ მოიგო. 2019/20 წლების სეზონში ლევანდოვსკი ჩემპიონთა ლიგის ტიტულს დაეუფლა.
გარდა ამისა, გამოცდილი სუპერვარსკვლავი გერმანიის ჩემპიონატის ბოლო ხუთი გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
საერთო ჯამში, ლევანდოვსკიმ "ბაიერნის" მაისურით 375 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 344 გოლი გაიტანა და 72 შედეგიანი პასი გააკეთა.