შეთანხმება მიღწეულია — მანჩესტერ იუნაიტედი 64-მილიონიან ტრანსფერს ხურავს
ამსტერდამის "აიაქსის" ცენტრალური ნახევარმცველი, ლისანდრო მარტინესი კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელებს.
აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ჰოლანდიური გამოცემა De Telegraaf-ი ავრცელებს.
"ეშმაკუნები" 24 წლის არგენტინელ უკანახაზელში 54 მილიონ ევროს გადაიხდიან, დამატებით 10 მილიონი "აიაქსმა" შესაძლოა ბონუსების სახით მიიღოს.
ცნობისთვის, მარტინესი ამსტერდამელთა ღირსებას 2019 წლიდან იცავს, გუნდს იგი არგენტინული "დეფენსადან" 7 მილიონად შეუერთდა.
გასულ სეზონში ლისანდრომ ყველა ტურნირზე ერთად 36 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი პასიც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.