ავტორიზაცია

ბარსელონა დეპაის გაყიდვას აპირებს, ჰოლანდიელი კლუბის მისდამი დამოკიდებულებით იმედგაცრუებულია

ბარსელონა დეპაის გაყიდვას აპირებს, ჰოლანდიელი კლუბის მისდამი დამოკიდებულებით იმედგაცრუებულია
თარიღი 16 ივლ 2022, 20:52

"ბარსელონას" ხელმძღვანელობას მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე თავდამსხმელ მემფის დეპაის გაყიდვა სურს.

კატალონიური გრანდის აზრით, ჰოლანდიელი უნდა წავიდეს, რადგან სათამაშო პრაქტიკა არ ექნება, მიუხედავად იმისა, რომ დიდ პროფესიონალად მიიჩნევა.

დეპაი, რომელმაც "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში გადასვლისთვის დიდი ძალისხმევა გაიღო, "ბარსას" ასეთი დამოკიდებულებით იმედგაცრუებულია. ახლა მემფისი, Diario Sport-ის ცნობით, მხოლოდ დაბალ ფასად გაყიდვას დათანხმდება.

აქამდე 28 წლის შემტევს "ბარსაში" დარჩენა უნდოდა და ახალი გუნდის აქტიურ ძიებაში არ იყო. მიუხედავად ამისა, "ბლაუგრანას" რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერის შემდეგ, უსმან დემბელესთან კონტრაქტის გახანგრძლივებისა და რობერტ ლევანდოვსკის დამატების ჩათვლით, სიტუაცია შეიცვალა.

მემფისით "ტოტენჰემი" ინტერესდებოდა, მაგრამ თავად ფეხბურთელს ეს ვარიანტი არ იზიდავდა. "იუვენტუსმა", "რომამ" და "აიაქსმაც" გამოიჩინეს ყურადღება. "ბარსელონა" მინიმუმ 20 მილიონ ევროს ითხოვს. დეპაის გარემოცვისთვის ეს თანხა მიუღებელია.

მოგეხსენებათ, მემფისი "ბარსაში" უფასოდ მივიდა და მოქმედი კონტრაქტის ვადა ერთ წელიწადში ეწურება. იმ შემთხვევაში, თუ მასში ვინმე 20 მილიონს გადაიხდის, მაშინ თავად ფეხბურთელს გაცილებით დაბალ ხელფასზე დათანხმება მოუწევს.

ასე და ამგვარად, მემფისი კლუბს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიცვლის, თუ "ბარსელონასთან" კონტრაქტის ორმხრივი შეთანხმების შედეგად გაწყვეტს და ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილე გუნდში გადავა.