სალიჰამიჯიჩი: "ლევანდოვსკიმ ბაიერნში დიდი საქმეები აკეთა, წარმატებებს ვუსურვებ ბარსელონაში"
"ბაიერნის" სპორტული დირექტორი, ჰასან სალიჰამიჯიჩი კლუბიდან თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის წასვლას გამოეხმაურა.
"რობერტ ლევანდოვსკიმ "ბაიერნის" შემადგენლობაში დიდი საქმეები აკეთა".
"ჩვენს ბარსელონელ კოლეგებთან ყველაფერი განვიხილეთ, ყველა საჭირო დეტალი განვმარტეთ. რობერტი დღეს დილით დაგვემშვიდობა".
"აშშ-ში ჩვენი მოგზაურობის შემდეგ ჩვენთან კიდევ ერთხელ მოვა და ერთად ყავას დავლევთ".
"წარმატებებს ვუსურვებ ახალ გუნდში", - ციტირებს სალიჰამიჯიჩის სიტყვებს მიუნხენური გრანდის ოფიციალური საიტი.
მოგეხსენებათ, 33 წლის პოლონელი სუპერვარსკვლავი "ბარსელონაში" გადავიდა. კატალონიური გრანდი მის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს გადაიხდის.