ავტორიზაცია

კონტრაქტი ხვალ გაფორმდება — ბარსაში ლევანდოვსკის წლიური ხელფასის ოდენობა ცნობილია

კონტრაქტი ხვალ გაფორმდება — ბარსაში ლევანდოვსკის წლიური ხელფასის ოდენობა ცნობილია
თარიღი 16 ივლ 2022, 22:17

ცნობილი გახდა "ბაიერნის" აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის "ბარსელონაში" ტრანსფერის დეტალები.

ასე და ამგვარად, როგორც გავლენიანი ინსაიდერი, ფაბრიციო რომანო იუწყება, 33 წლის პოლონელი სუპერვარსკვლავი კატალონიურ გრანდში წლიური ხელფასის სახით დაახლოებით 9 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ლევანდოვსკი "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" კონტრაქტს ხვალ გააფორმებს. "ბაიერნი" 45 მილიონ ევროს მიიღებს, დამატებით 5 მილიონი კი ბონუსების სახით იქნება გათვალისწინებული.

როგორც აღინიშნება, რობერტი და ხავი ერთმანეთს პირველად თებერვლის თვის ბოლოს ესაუბრნენ.

გარიგებაში გადამწყვეტი ფაქტორი პოლონელის აგენტ პინი ზაჰავისა და "ბარსას" პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას შორის არსებული კარგი ურთიერთობა აღმოჩნდა.