გრანდი, რომელსაც დიბალას გადაბირება შესთავაზეს, მაგრამ უარი თქვა

"იუვენტუსის" აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი, პაულო დიბალა მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "ჩელსიში" არ გადავა.
გასულ კვირაში ლონდონელებს 28 წლის არგენტინელის დამატება შესთავაზეს, წერს გამოცემა The Guardian-ის ჟურნალისტი, ედ აარონსი.
მიუხედავად ამისა, "არისტოკრატებმა" დიბალას მიმართ ინტერესი არ გამოიჩინეს.
შეგახსენებთ, პაულომ "ბებერი ქალბატონის" რიგები, სადაც 7 წელი გაატარა, ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
აქამდე აქტიურად იწერებოდა, რომ დიბალა მილანის "ინტერში" გადასვლასთან იყო ახლოს, მაგრამ "ნერაძურიმ" რომელუ ლუკაკუ დაიმატა, ამიტომაც ეს ტრანსფერი უკვე ნაკლებად სავარაუდოა.