ავტორიზაცია

ახალი დეტალები — გაირკვა, თუ რამდენწლიან კონტრაქტს გააფორმებს ლევანდოვსკი ბარსელონასთან

ახალი დეტალები — გაირკვა, თუ რამდენწლიან კონტრაქტს გააფორმებს ლევანდოვსკი ბარსელონასთან
თარიღი 16 ივლ 2022, 22:55

ცნობილი გახდა, თუ რამდენწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს "ბარსელონას" ახალწვეული, რობერტ ლევანდოვსკი.

აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ასე და ამგვარად, 33 წლის პოლონელი სუპერვარსკვლავის ხელშეკრულება "3+1" სქემიანი იქნება - 2025 წლამდე იმოქმედებს, თანამშრომლობის კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების შესაძლებლობით.

აქამდე დაიწერა, რომ "ბარსამ" შესაძლოა ფინანსური კომპენსაციის სანაცვლოდ ლევანდოვსკის მეორე სეზონის ბოლოს კონტრაქტი გაუწყვიტოს. თანხა არ ხმაურდება, თუმცა, როგორც ჩანს, "ბარსა" თავს იზღვევს - 2024 წელს რობერტი უკვე 35 წლის იქნება.

მოგეხსენებათ, "ბლაუგრანა" "ბაიერნს" გამოცდილი თავდამსხმელის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს გადაუხდის, საიდანაც 5 მილიონი ბონუსების სახით იქნება გათვალისწინებული.