ავტორიზაცია

უკვე ოფიციალურად: მანჩესტერ იუნაიტედმა 68-მილიონიანი ტრანსფერი შეათანხმა!

უკვე ოფიციალურად: მანჩესტერ იუნაიტედმა 68-მილიონიანი ტრანსფერი შეათანხმა!
თარიღი 17 ივლ 2022, 19:13

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ოფიციალური საიტის მეშვეობით "აიაქსის" მცველის, ლისანდრო მარტინესის ტრანსფერი დაადასტურა.

ინგლისური გრანდის ცნობით, ამსტერდამულ კლუბთან 24 წლის არგენტინელის თაობაზე კომპრომისს მიაღწია. გარიგება საბოლოოდ მაშინ დაიხურება, როცა "ეშმაკუნები" ლისანდროს პირადი კონტრაქტის პირობებზე შეუთანხმდებიან.

გარდა ამისა, მარტინესმა სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს და ბრიტანეთის ვიზა აიღოს.

მალევე, "აიაქსმა" გამოაცხადა, რომ მანიკუნიანელები სამხრეთამერიკელ ფეხბურთელში 68 მილიონ ევროს გადაიხდიან, საიდანაც 10 მილიონი ბონუსების სახით იქნება გათვალისწინებული.

გასულ სეზონში ლისანდრომ ყველა ტურნირზე ერთად 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეულს დაცვის ხაზის ცენტრში, მარცხენა ფლანგზე და ჩამშლელი ნახევარმცველის პოზიციაზეც შეუძლია თამაში