ლევანდოვსკის ექს-აგენტი: "ლა ლიგის საუკეთესო ფორვარდობა სურს და ამ წოდებისთვის ბენზემას შეერკინება"

რობერტ ლევანდოვსკის ყოფილმა აგენტმა, ცეზარი კუხარსკიმ პოლონელი თავდამსხმელის "ბარსელონაში" გადასვლაზე განცხადება გააკეთა.
"დარწმუნებული ვარ, ლევანდოვსკის სურს დაამტკიცოს, რომ ლა ლიგის საუკეთესო თავდამსხმელია და ამ წოდებისთვის ბენზემას შეერკინება. "ბარსასთან" ერთად რაღაც დიდის მოგება სურს".
"აგვისტოში უკვე 34 წლის იქნება, მაგრამ ფიზიკურად ბევრად ახალგაზრდაა. ცხადია, მომდევნო სამი წელი ამჟამინდელ დონეს შეინარჩუნებს. "ბარსასთვის" საჭირო დონეზე იქნება. გვარდიოლამაც კი თქვა, რომ ასეთ პროფესიონალთან არასოდეს უმუშავია".
"ლევანდოვსკი და "ბარსა" ამ ტრანსფერისთვის იბრძოდნენ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ერთი რამაა - რობერტს ნამდვილად უნდოდა იქ თამაში. ყველაფერი მისმა სურვილმა გადაწყვიტა".
"ლევანდოვსკი მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდია, "ბარსას" გოლების გარანტიებს მისცემს. ამისათვის უნდა გადაიხადონ. 50 მილიონი ევრო სამართლიანი ფასია", - განუცხადა ცეზარი კუხარსკიმ RAC1-ს.