"უბედნიერესი ვარ", - ლევანდოვსკის პირველი კომენტარი ბარსელონაში გადასვლის შემდეგ

რობერტ ლევანდოვსკიმ „ბაიერნიდან“ „ბარსელონაში“ გადასვლის შემდეგ, პირველი, მოკლე კომენტარი გააკეთა.
მალიორკაში ჩაფრენილ ფეხბურთელს ჟურნალისტმა ჰკითხა, არის თუ არა ის კმაყოფილი, რომ მისი ოცნება ახდა.
„კი, უბედნიერესი ვარ.“ - აღნიშნა პოლონელმა და თავისი გზა გააგრძელა.
გუშინ ორივე კლუბმა ლევანდოვსკის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. „ბაიერნი“ პოლონელის სანაცვლოდ 45+5 მილიონ ევროს მიიღებს, „ბარსელონამ“ კი მასთან 3-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა.
ცნობილია ისიც, რომ ახალ კლუბში ლევანდოვსკის ხელფასი წლიურად 9 მილიონი ევრო იქნება.