ავტორიზაცია

სტოიჩკოვი: "ლევანდოვსკიმ რეალს 4 გოლი გაუტანა. ვნახოთ, განაგრძობენ თუ არა მადრიდში მის ფასზე ხუმრობას"

სტოიჩკოვი: "ლევანდოვსკიმ რეალს 4 გოლი გაუტანა. ვნახოთ, განაგრძობენ თუ არა მადრიდში მის ფასზე ხუმრობას"
თარიღი 17 ივლ 2022, 20:09

"ბარსელონას" ლეგენდარული თავდამსხმელი, ხრისტო სტოიჩკოვი გამოეხმაურა იმ მოსაზრებას, რომ კატალონიურმა გრანდმა რობერტ ლევანდოვსკის სანაცვლოდ ზედმეტად დიდი თანხა გადაიხადა.

მოგეხსენებათ, "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" 33 წლის პოლონელი სუპერვარსკვლავის 50 მილიონ ევროიანი ტრანსფერი დაადასტურეს, საიდანაც 5 მილიონი ბონუსების სახით არის გათვალისწინებული.

მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სატრანსფერო ფასმა შესაძლოა 60 მილიონს მიაღწიოს.

"როცა ლევანდოვსკი "დორტმუნდში" თამაშობდა, მადრიდელებმა მისგან ოთხი გოლი მიიღეს. ვნახოთ, განაგრძობენ თუ არა ხუმრობას (ტრანსფერის ღირებულებაზე)", - ციტირებს სტოიჩკოვის სიტყვებს El Mundo Deportivo.

ცნობისთვის, ლევანდოვსკიმ "ბარსასთან" 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, თანამშრომლობის კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების შესაძლებლობით. მისი წლიური ანაზღაურება 10 მილიონი ევრო იქნება.