ავტორიზაცია

ლევანდოვსკი: "ბარსელონაში ტიტულების მოსაგებად მოვედი, ხავის მკაფიო გეგმა აქვს"

ლევანდოვსკი: "ბარსელონაში ტიტულების მოსაგებად მოვედი, ხავის მკაფიო გეგმა აქვს"
თარიღი 17 ივლ 2022, 20:42

"ბაიერნის" აწ უკვე ყოფილმა თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ "ბარსელონაში" გადასვლის შესახებ განცხადება გააკეთა.

მოგეხსენებათ, კატალონიური გრანდი "რეკორდმაისტერს" 33 წლის პოლონელი სუპერვარსკვლავის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს გადაუხდის, საიდანაც 5 მილიონი ბონუსების სახით იქნება გათვალისწინებული.

"როგორც ხავიმ მითხრა, შეგვიძლია ერთად წარმატებით ვიმუშაოთ და ბევრს მივაღწიოთ", - ციტირებს ლევანდოვსკის სიტყვებს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

"მკაფიო გეგმა აქვს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დააბრუნოს "ბარსელონა" მწვერვალზე. აქ ტიტულების მოსაგებად მოვედი".

"ვიცი, რომ მალე 34 წლის ვხდები, მაგრამ თავს ფიზიკურადაც და მენტალურადაც ძლიერად ვგრძნობ", - დასძინა რობერტმა.