ავტორიზაცია

ხავიმ თანხმობა განაცხადა — ბარსელონა პრემიერ ლიგაში მოასპარეზე ნახევარმცველის ტრანსფერზე მუშაობს

ხავიმ თანხმობა განაცხადა — ბარსელონა პრემიერ ლიგაში მოასპარეზე ნახევარმცველის ტრანსფერზე მუშაობს
თარიღი 17 ივლ 2022, 21:21

"ასტონ ვილას" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, კარნი ჩუკვუემეკამ კარიერა შესაძლოა "ბარსელონაში" გააგრძელოს.

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Mundo Deportivo იტყობინება, კატალონიური გრანდი 18 წლის ინგლისელის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. კლუბის ბოსებმა გუნდის მთავარი მწვრთნელის, ხავის თანხმობა უკვე მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ ჩუკვუემეკას "ასტონ ვილასთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მიუხედავად ამისა, კლუბებს შორის კომპრომისის მიღწევა მარტივი არ იქნება. ახალგაზრდა ნახევარმცველს სხვა წინადადებებიც აქვს. "ბარსა" მოლაპარაკებების მიმდინარეობისას სხვადასხვა ფორმულას განიხილავს.

გასულ სეზონში ჩუკვუემეკამ ბირმინგემელთა მაისურით პრემიერ ლიგაში 12 მატჩი ჩაატარა და ერთი შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა თავი.