ავტორიზაცია

შანსი მილანს — ლილმა რენატუ სანჩეშის თაობაზე პარი სენ ჟერმენის შეთავაზება იუარა

შანსი მილანს — ლილმა რენატუ სანჩეშის თაობაზე პარი სენ ჟერმენის შეთავაზება იუარა
თარიღი 17 Jul 2022, 22:12

"პარი სენ ჟერმენს" მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ლილის" ნახევარმცველის, რენატუ სანჩეშის ხელში ჩაგდება უნდა.

როგორც გავლენიანი ფრანგული გამოცემა RMC Sport-ი წერს, პარიზელებმა 24 წლის პორტუგალიელის ტრანსფერზე 12 მილიონ ევროიანი შეთავაზება გააკეთეს, თუმცა "ლილმა" უარი განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ სანჩეში 2023 წლის 30 ივნისს თავისუფალი აგენტი ხდება.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ნახევარმცველის ხელში ჩაგდება "მილანსაც" სურს, მაგრამ თავად "პსჟ"-ს ანიჭებს უპირატესობას.

რენატუ "ლილში" 2019 წლის ზაფხულში "ბაიერნიდან" გადაბარგდა. 2021 წელს პორტუგალიელმა ლიგა 1 მოიგო, მაშინ მას პარიზელთა ახალი დამრიგებელი, გალტიე წვრთნიდა.

გასულ სეზონში სანჩეშმა ყველა ტურნირზე ერთად "ლილის" ღირსება 31 მატჩში დაიცვა, 2 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი პასიც მიითვალა.