ავტორიზაცია

ინტერი ორშაბათს მორიგი ტრანსფერის დახურვას აპირებს — ფაბრიციო რომანო

ინტერი ორშაბათს მორიგი ტრანსფერის დახურვას აპირებს — ფაბრიციო რომანო
თარიღი 17 Jul 2022, 22:21

"ინტერის" ხელმძღვანელობას "ტორინოს" ცენტრალური მცველის, გლეისონ ბრემერის შეძენა რაც შეიძლება სწრაფად სურს.

როგორც გავლენიანი ინსაიდერი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, მილანური გრანდი 25 წლის ბრაზილიელის ტრანსფერის დახურვას ორშაბათს აპირებს.

ამ დღეს "ნერაძურის" წარმომადგენლები ტურინელთა ხელმძღვანელობას და თავად ფეხბურთელის აგენტებს შეხვდებიან.

აქამდე ცნობილი გახდა, რომ "ტორინო" ბრემერის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვს, "ინტერი" კი მას პირადი კონტრაქტის პირობებზე ჯერ კიდევ იანვარში შეუთანხმდა.

სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი ახალ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და სეზონში ხელფასის სახით 3 მილიონს გამოიმუშავებს.

ბრემერი "ტორინოში" 2018 წლიდან ირიცხება და მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2024 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

გასულ სეზონში გლეისონმა სერია ა-ში 33 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასიც მიითვალა.