მიულერი ლევანდოვსკის ბარსელონაში გადასვლას გამოეხმაურა
"ბაიერნის" თავდამსხმელმა, ტომას მიულერმა მიუნხენელთა აწ უკვე ყოფილ ფორვარდს, რობერტ ლევანდოვსკის, რომელიც კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს, წარმატებები უსურვა.
მოგეხსენებათ, გერმანელი და პოლონელი "რეკორდმაისტერში" ერთად 2014 წლიდან 2022 წლამდე ასპარეზობდნენ.
"რობერტ, ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ "ბარსელონას" რიგებში", - წერს მიულერი სოციალურ ქსელში.
"8 განსაკუთრებული წელი, ბევრი გოლი, ბევრი ტიტული, აღმასვლები და ჩავარდნები. მაგრამ ყოველთვის პატივისცემა და ნამდვილი გამარჯვებულის სულისკვეთება", - დასძინა ტომასმა.
შეგახსენებთ, ლევანდოვსკი "ბარსელონაში" 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, საიდანაც 5 მილიონი ბონუსების სახით არის გათვალისწინებული.