ავტორიზაცია

გასაჯაროვდა, თუ რა თანხას გადაუხდის ბარსელონა ლევანდოვსკის აგენტს საკომისიოს სახით

გასაჯაროვდა, თუ რა თანხას გადაუხდის ბარსელონა ლევანდოვსკის აგენტს საკომისიოს სახით
თარიღი 17 ივლ 2022, 21:32

ცნობილი გახდა, თუ რა თანხას გადაუხდის "ბარსელონა" თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის აგენტს საკომისიოს სახით.

მოგეხსენებათ, 33 წლის პოლონელი სუპერვარსკვლავი კატალონიაში "ბაიერნიდან" გადავიდა და როგორც დაიწერა, ესპანურ გრანდთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, თანამშრომლობის ერთი სეზონით გაგრძელების შესაძლებლობით.

რადიო Onda Cero-ს წამყვანის, ალფრედო მარტინესის ინფორმაციით, პინი ზაჰავი, ლევანდოვსკის წარმომადგენელი, ითხოვდა, რომ ტრანსფერის შედეგად მას ყოველწლიურად 5 მილიონი ევრო გადაუხადონ, საერთო ჯამში - 20 მილიონი.

შეგახსენებთ, "ლურჯ-ბროწეულისფრები" მიუნხენელებს გამოცდილი ფორვარდის სანაცვლოდ 50 მილიონს გადაუხდიან, საიდანაც 5 მილიონი ბონუსების სახით არის გათვალისწინებული.

ცნობისთვის, ლევანდოვსკიმ, რომელიც "ბაიერნში" 2014 წლიდან ირიცხებოდა, გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 50 მატჩი ჩაატარა, 46 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი პასიც მიითვალა.