ავტორიზაცია

რონალდუ სპორტინგში შესაძლო დაბრუნებაზე გავრცელებულ ინფორმაციას ერთი სიტყვით გამოეხმაურა

რონალდუ სპორტინგში შესაძლო დაბრუნებაზე გავრცელებულ ინფორმაციას ერთი სიტყვით გამოეხმაურა
თარიღი 18 ივლ 2022, 10:48

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ "სპორტინგში" შესაძლო დაბრუნებაზე გავრცელებული ჭორები უარყო.

დღეს, პორტუგალიური ტელეარხის, Sport TV-ის Instagram გვერდზე გაჩნდა ინფორმაცია, რომ 37 წლის სუპერვარსკვლავის კუთვნილი ავტომობილი ვითომდა "ჟოზე ალვალადეს" ტერიტორიაზე შეამჩნიეს - ლისაბონური კლუბის საშინაო სტადიონის.

ამ პოსტს "მანჩესტერ იუნაიტედის" ლიდერი კომენტარებში მხოლოდ ერთი სიტყვით გამოეხმაურა: "ყალბი".

მოგეხსენებათ, რონალდუ "ემიუს" წინასასეზონო ტურნეში არ გაჰყვა, მიზეზად ოჯახური გარემოებები სახელდება.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, კრიშტიანუს სამუშაო ადგილის შეცვლა სურს, რათა მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზოს.