იმ კონტრაქტის პირობები, რომელიც რომამ დიბალას შესთავაზა — არგენტინელი უფრო მაღალ ხელფასს ითხოვს
"რომას" ხელმძღვანელობა "იუვენტუსის" ყოფილ თავდამსხმელ პაულო დიბალასთან მოლაპარაკებებს აგრძელებს.
როგორც ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომაელებმა 28 წლის არგენტინელს წინადადებით უკვე მიმართეს.
ასე და ამგვარად, "მგლები" დიბალას 3-წლიან კონტრაქტსა და სეზონში 6 მილიონ ევროიან ხელფასს სთავაზობენ, ბონუსებთან ერთად.
მიუხედავად ამისა, მხარეები ჯერ ვერ თანხმდებიან, რადგან პაულოს შედარებით მაღალი ანაზღაურება სურს.
მოგეხსენებათ, დიბალას 30 ივნისს "იუვენტუსთან" კონტრაქტის ვადა ამოეწურა, თავისუფალი აგენტი გახდა და დღემდე უკლუბოდაა.