იუვენტუსი დე ლიგტის შემცვლელად განიხილავს მცველს, რომელიც ინტერში გადასვლასთანაა ახლოს

"იუვენტუსის" ხელმძღვანელობა "ტორინოს" ცენტრალური მცველის, გლეისონ ბრემერის ხელში ჩაგდებას აპირებს.
აღნიშნულ ინფორმაციას Relevo-ს ჟურნალისტი, მატეო მორეტო ავრცელებს.
აქამდე არსებული ცნობით, 25 წლის ბრაზილიელი უკანახაზელი მილანის "ინტერში" გადასვლასთან არის ახლოს.
თავის მხრივ, "ბებერი ქალბატონი" ბრემერში მატეის დე ლიგტის შემცვლელს ხედავს - მოგეხსენებათ, ჰოლანდიელი უახლოეს პერიოდში "ბაიერნს" შეუერთდება.
როგორც ცნობილია, "ტორინო" სამხრეთამერიკელში 40 მილიონ ევროს ითხოვს, "ინტერმა" კი მასთან პირადი კონტრაქტის პირობები ჯერ კიდევ იანვარში შეათანხმა.
გასულ სეზონში ბრემერმა სერია ა-ში 33 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასიც მიითვალა.