ავტორიზაცია

პსჟ-მ კიმპემბეს შემცვლელი უკვე შეარჩია — პოტენციური ტრანსფერი 30 მილიონ ევროდ ფასდება

პსჟ-მ კიმპემბეს შემცვლელი უკვე შეარჩია — პოტენციური ტრანსფერი 30 მილიონ ევროდ ფასდება
თარიღი 18 ივლ 2022, 11:48

"პარი სენ ჟერმენი" ლისაბონის "სპორტინგის" ცენტრალური მცველის, გონსალუ ინასიუს ხელში ჩაგდებით ინტერესდება.

აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი ინსაიდერი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

პარიზელები 20 წლის პორტუგალიელს პრესნელ კიმპემბეს პოტენციურ შემცვლელად განიხილავენ, რომელიც შესაძლოა უახლოეს პერიოდში "ჩელსის" შეუერთდეს.

Correio da Manha-ს ცნობით, ინასიუს სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონ ევროდ ფასდება.

ახალგაზრდა უკანახაზელს "სპორტინგთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. 

2021/22 წლების სეზონში ინასიუმ ყველა ტურნირზე ერთად ლისაბონელთა მაისურით 45 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.