ავტორიზაცია

BREAKING: კომპრომისი მიღწეულია — პაულო დიბალა ახალ გუნდში გადადის!

BREAKING: კომპრომისი მიღწეულია — პაულო დიბალა ახალ გუნდში გადადის!
თარიღი 18 ივლ 2022, 12:03

"იუვენტუსის" ყოფილი თავდამსხმელი, პაულო დიბალა კარიერას "რომაში" გააგრძელებს, იტყობინება გავლენიანი ინსაიდერი, ფაბრიციო რომანო.

როგორც იწერება, არგენტინელი "მგლებთან" 2025 წლის ზაფხულამდე გათვლილ კონტრაქტს მოაწერს ხელს. ტრანსფერში გადამწყვეტი როლი რომაელთა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ითამაშა, რომელმაც ფეხბურთელს დაურეკა და კლუბის პროექტის შესახებ მოუყვა. ყველა დოკუმენტი მზადების პროცესშია.

მოგეხსენებათ, დიბალა "იუვენტუსს" ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე ვერ შეუთანხმდა და უკვე ერთი თვეა თავისუფალი აგენტია.

პაულო "ბიანკონერიში" 2015 წლიდან თამაშობდა, ამ დროის განმავლობაში მან 293 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 115 გოლი გაიტანა და 48 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, დიბალასადმი ინტერესს "ინტერი", "ნაპოლი" და რამდენიმე ინგლისური კლუბიც იჩენდა.